Friday, March 22, 2013

ინტერვიუ საზოგადოებასთან

ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბმა ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც ეხებოდა რუსთავში მიმდინარე მშენებლობებს. ჩვენ გვაინტერესებდა  იყო თუ არა ხალხი იმფორმირებული იმასთან დაკავშირებით თუ რა შენდება ჩვენს ქალაქში , ან სურთ თუ არა წინასწარი ინფორმაცია მომავალ პროექტებზე. იმის გამო , რომ მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი კამერას გაურბოდა, ჩვენ გადავწვიტეთ ,როგორც ქუჩაში ,ასევე
ბიბლიოთეკაში, მაღაზიებში შევსულიყავით და  ამგვარად გაგვეგო მოსახლეობის აზრი.






Wednesday, March 20, 2013

20 მარტს ჩვენმა კლუბის 8 წევრმა, გადაწყვიტა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული დაზიანებული წიგნები რესტავრაცია. საკმაოდ დიდი მუშაობის შედეგად 37 წიგნის განახლება მოხდა, რაც ჩვენი ბიბლიოთეკისთვის და მისი მკითხველისთვის საკმაოდ დიდი საჩუქარი გამოდგა.









Monday, March 11, 2013

28 თებერვალს 13 საათზე დაიწყო მსვლელობა რუსთავის N24 სკოლიდან და შემაჯამებელი საღამო დასრულდა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის საკომფერენციო დარბაზში.ამ მსვლელობაში მონაწილეობდა რუსთავის რამოდენიმე სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები, ასევე სტუმრად მოწვეულნი იყვნენ; მედიკოსი, ორი სასულიერო პირი, ფსიქოლოგი, იურისტები და პოლიტიკოსი .გაიმართა საინტერესო შეხვედრა. მოსწავეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გამოთქვეს მოსაზრება თემაზე:ნარჯკომანი ავადმყოფია თუ დამნაშავე?მათ ვუჩვენეთ რამოდენიმე ფილმი ერთ-ერთი ჩვენი კლუბის წევრების მონაწილეობით იყო გადაღებული.  საბოლოოდ ჩვენი პროექტი წარმატებულად დასრულდა რომელიც გაშუქდა ადგილობრივი მაუწყებელით.













Thursday, March 7, 2013

I I I --ეტაპი

"გაკეთოთ ეს ქვემო ქართლში" პირველი ეტაპი- კლუბს უნდა აერჩია პრობლემური ადგილი და სურათები უნდა აეტვირთა ბლოგზე.
მეორე ეტაპი-- უნდა მიგვემართა ადგილობრივ თვითმართველობასთან, რადგან დაგვხმარებოდნენ ჩვენი პრობლემის გადასაჩრელად.
მესამე ეტაპი-- სამუშაოს დასრულება.
ჩვენმა კლუბმა გადაწყვიტა ცურტაველის სახელობის ქუჩაზე მდებარე პარკის გამწვანება, მოწესიგება.დღეს 7მარტს შევხვდით ბატონ; დავით სუქნიძეს და ავუხსენით ჩვენი პროექტის შესახებ და ვთხოვეთ, რომ დაგვხმარებოდა და ნერგები გამოეყო ჩვენთვის.ის დაგვთანხმდა მაგრმა, დაგვაკვალიანა და გვითხრა, რომ 25 მარტამდე ნერგების გადარგვა არარეკომენდირებულია ამინდების გამო და ამიტომ  არ იქნებოდა კარგი დღეისთვის დარგვა .შევთანხმდით იმაზე, რომ ამავე თვის ბოლოს ჩვენი კლუბი მაინც დარგავს რამოდენიმე ნერგს და ამით პარკს გამწვანებას შემატებს. დღეს კი ჩვენი კლუბის წევრებმა, სკოლელებმა და თემის წევრებმა ერთიანი ძალებთ პარკი მოვაწესრიგეთ, ხეებს გარშემო შემოვუბარეთ და ნაგავი გავიტანეთ. ვთვლით რომ დავალება შევასრულეთ და დროშიც ჩავეტიეთ.