Friday, December 20, 2013

დღეს US AID-ის ოფისში დავესწარით ბატონი გია მაისაშვილის ლექციას.
ბატონმა გიამ ისაუბრა ადამიანის ლიდერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე, ლიდერობის მნიშვნელობაზე, მის მიღწევასა და ამ უნარის სწორად გამოყენებაზე. პირადად მე ძალაინ მაინტერესებს ეს თემა და ვთვლი რომ დღევანდელი საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს მაქსიმალურად. ლექცია იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი. პირადად მე ძალიან მომეწონა საუბარი "ALPHA"-ს მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი საქართველოში არსებულ პრობლემებზე: არასაკმარის სამუშაო ადგილებზე, უკეთეს მომავალზე და ეკოლოგიის განვითარებაზე. დამსწრეთა უმეტესობა მიემხრო მოსაზრებას, რომ ეკოლოგიის საკითხის წინა პლანზე წამოწევა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ზუსტად მორგებული გასაღებია დასავლეთ ევროპის კარზე. 
ბატონი გია მაისაშვილი




ფოტოები დღევანდელი შეხვედრიდან.




*ძალიან დიდი მადლობა USAID-ს და მარიამ ხაჩიძეს ივენთის ასეთი ორგანიზებული ჩატარებისთვის.*


Tuesday, December 17, 2013

მოგესალმებით მეგობრებო. კარგა ხანია არაფერი დამიპოსტავს.  მიზეზი კი ის არის, რომ რამდენიმე სერიოზულ პროექტზე ვმუშაობდით. (ყველაფერს დამატებული მონიტორინგები და წერები).
თავს აღარ შეგაწყენთ და მოგიყვებით ბოლო დროინდელ სიახლეებს.

* გიმნაზიაში ახალი წლის მოახლოება იგრძნობა(კვადრატში). დილა იწყება გემოვნებიანი მუსიკით. სკოლის დერეფანში დამონტაღებულია სპიკერები. მოგეხსენებათ მუსიკას შეუძლია ადამიანის განწყობის შეცვლა მინორიდან მაჟორში, ასე რომ გიმნაზია სავსეა ე.წ "სააწალწლო სულისკვეთებით".
იხილეთ ვიდეოები აქ და აქ.

*სკოლა მოირთო საახალწლოდ.
* ვემზადებით გრანდიოზული "Red snow event"-ისთვის.
*********
მოკლედ სერიოზული სამზადისი გვაქვს <3 




Sunday, December 1, 2013

ჩვენი სკოლის ეკო კლუბის ბავშვების გაკეთებული ვიდეო. რომელშიც ძალიან დიდი აზრი დევს. (თუ ვიდეოს არ გიხსნით, დააჭირეთ აქ.
დღეს ჩვენმა კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სიქას აქციაში შიდსთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის 1 დეკემბერი, შიდსთან ბრძოლის (და არა შიდსით დაავადებულთა) წინააღმდეგ ბრძოლის დღე. სიქამ მოაწყო მსვლელობა, რომელიც დაიწყო შარტავას ძეგლიდან და თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდა. ქუჩაში მონაწილლები მოსახლეობას ფლაერებს ურიგებდნენ. 6 საათზე კი გაუშვეს მანათობლები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ