Friday, December 20, 2013

დღეს US AID-ის ოფისში დავესწარით ბატონი გია მაისაშვილის ლექციას.
ბატონმა გიამ ისაუბრა ადამიანის ლიდერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე, ლიდერობის მნიშვნელობაზე, მის მიღწევასა და ამ უნარის სწორად გამოყენებაზე. პირადად მე ძალაინ მაინტერესებს ეს თემა და ვთვლი რომ დღევანდელი საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს მაქსიმალურად. ლექცია იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი. პირადად მე ძალიან მომეწონა საუბარი "ALPHA"-ს მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი საქართველოში არსებულ პრობლემებზე: არასაკმარის სამუშაო ადგილებზე, უკეთეს მომავალზე და ეკოლოგიის განვითარებაზე. დამსწრეთა უმეტესობა მიემხრო მოსაზრებას, რომ ეკოლოგიის საკითხის წინა პლანზე წამოწევა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ზუსტად მორგებული გასაღებია დასავლეთ ევროპის კარზე. 
ბატონი გია მაისაშვილი




ფოტოები დღევანდელი შეხვედრიდან.




*ძალიან დიდი მადლობა USAID-ს და მარიამ ხაჩიძეს ივენთის ასეთი ორგანიზებული ჩატარებისთვის.*


No comments:

Post a Comment