Monday, November 26, 2012

ვიზიტი სამაშველო სამსახურთან

დღეს 26ნოემბერს, ჩვენი კლუბის ორი წევრი იმყოფებოდა, სხვა კლუბების წარმომადგენლებთან ერთად რუსთავის სამაშველო სამსახურში, სადაც მათ გაიარეს მცირე მომზადება,თუ როგორ უნდა სიმაღლიდან დაშვება, სხვადასხვა იარაღის გამოყენება პირველადი დახმარება და ა.შ. ბავშვებს ძალიან მოეწონათ და კმაყოპილეი დაბრუნდნენ და ისიც თქვენს, რომ საკმაოდ რთული სამუშაო ქონიათ მაშველებს.გაგვიხარდება თუ კიდე გვექნება შეხება ესეთ სამსახურებთან და სხვა დროსაც თუ გავივლით მცირედ გადამზადებას სხვადასხვა სპეციალობებზე.

განცხადება

                                                                                          თვითმართველი ქალაქი რუსთავის
                                                                                          მერს ბატონ ლაშა მინდელს
                                                                                          ქ,რუსთავის ი.ჯავახიშვილი სახელობის
                                                                                          N 24-ე სკოლის სამოქალაქო
                                                                                          კლუბ "მეოთხე რასის"

                                 გ   ა   ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა  

   ბატონო ლაშა, მოგმართავთ პრობლემით, რომელიც აწუხებს ქ.რუსთავის, სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს. პრობლემა კი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გამავალ საავტომობილო გზას არ გააჩნია საცალფეხო ბილიკი, რის გამოც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებს გადაადგილებისას ექმნებათ პრობლემა.უფრო მეტიც, რამოდენიმეჯერ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევაც. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს დაიღუპა N 17-ე სკოლის მოსწავლე. საავტომობილო გზა არის მოუწესრიგებელი, არ არსებობს გამაფრთხილებელი ნიშნები, რის გამოც ავტომანქანის მძღოლები დადიან დიდი სისწრაფით და საფრთხეს უქმნიან, როგორც თავიანთ, ისე სხვის სიცოცხლეს.
 
   მიუხედავად არაერთგზის მომართვისა სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლების მხრიდან, საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩებოდა.
 
   სწორედ ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, დაავალოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ შესაბამის სამსახურებს დაგვეხმერონ აღნიშნულ პრობლემების გადაწყვეტაში, რომ მოხდეს სანაპიროს ქუჩის თუნდაც ერთი მხრივ საცალფეხო ბილიკის დაგება და გზის მოწესრიგება საგზაო ნიშნებით.


ამ პრობლემებით მივმართეთ თვითმართველი ქალაქის მერს, ჩვენ იმედი გვაქვს რომ დადებით პასუხს მივიღებთ.

Monday, November 19, 2012

ტოლერანტობის დღე

 16 ნოებმერს გაიმართა ტოლენანტობის საერთაშორისო დღე.წელს ჩენი სკოლა აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიებაში .ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა  გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა სხვადასხვა აქტივობები რაც იყო დაკავშირებული ტოლერანტობასთან. პირველი რაც გავაკეთეთ ეს იყო პატარა გამოკითხვა ჩვენს სკოლაში,  ,ანუ ერთ კედელზე  გავაკარით  "რას ნიშნავს ტოლერანტობა?"და ვისაც სურვილი ქონდა ყველას შეეძლო თავის  აზრის გამოხატვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.საკმაოდ აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას როგორც მასწავლებლები , მოსწავლეები და ასევე ჩვენი სკოლის მანდატურებიც. დღის შესაჯამებლად გადავწყვიტეთ, რომ სააქტოო დარბაზში აგვეყვანა ბავშვები და სრულყოფილად გაგვეცნო ინფორმაცია თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა.ამასთანავე ვაყურებიეთ მოკლემეტრაჟიან ფილმს რომელიც ასახავდა ადამიანების დამოკიდებულებას ერთმანეთში.ყველაზე საინტერესო ის ადგილი აღმოჩნდა, როდესაც ჩვენ წავიკითხეთ ბავშვების მოსაზრებები თუ რას ნიშნავდა მათი აზრით ტოლერანტობა, საკმაოდ სახალისო და საინტერესო გამოვიდა ჩვენი თემა.როგორც კლუბის წევრები ასევე ბავშვები და არმარტო ბავშვები დავრჩით კმაყოფილები.





Thursday, November 15, 2012

13 ნოემბერს, ი.ჯავახიშვილის სახელობის ქ. რუსთავის N24 სკოლის სააქტო დარბაზში,  ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 8კლასიდან 11 კლასის ჩათვლით.მათ შემოგვთავაზეს სხვადასხვა ნომრები, რომლებიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის.დარბაზის სიმცირის გამო, ჩვენ ვერ მოვიწვიეთ სკოლის ყველა მოსწავლე,რაზეც ბავშვებს გული დაწყდათ.კონცერტს დაესწრო მე-11,მე-10 და მე-9 კლასელები,ასევე ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია.მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენ გვეწვივნენ სხვა კლუბის წევრები(მე-4 სკოლიდან).

როგორც გითხარით კონცერტი იყო საქველმოქმედო და შემოსული თანხით უნდა დავეხმაროთ რუსთავში არსებულ მოხუცთა თავ-შესაფარს ქსენონს.კვირის ბოლოს ჩვენ ვგეგმავთ , რომ შემოსული თანხით ვიყიდოთ საჭირო პროდუქტი და მივუტანოთ მოხუცებს.მათი გამხიარულებისთვის გადავწყვიტეთ,რომ ჩვენი საკონცერტო ნომრებიდან,რამოდენიმე წარვუდგინოთ, ისინი ჩავრთოთ და წავახალისოთ.









Thursday, November 8, 2012

13 ნოემბერი

13 ნოემბერს, ჩვენს სკოლის სააქტო დარბაზში იმართება საქველმოქმედო კონცერტი.რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მე-9 კლასიდან მე-12 კლასის მოსწავლეების ჩათვლით.ეს კონცერტი იქნება მრავალფეროვანი,სადაც იქნება როგორც ცეკვა, სიმღერა, პოეზია და ასევე სხვა ნომრები.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ნომერი ბავშვების მიერ არის დამუშავებული და მთლიანი კონცერტი აწყობილია კლუბის წევრების მიერ.შემოსული თანხით გვინდა, რომ დავეხმაროთ რუსთავში არსებული მოხუცთა თავშესაფრის მოხუცებს და ერთი ჩვეულებრივი დღე ვუქციოთ ბედნიერ, ლამაზ და საინტერესო დღედ.
ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია მოვიდს, სამშაბათს გიმნაზიის სააქტო დარბაზში და ჩაერთოს ამ პროექტში.ძალიან გაგვიხარდება თუ ინტერესს გამოიჩენთ და მობრძანდებით.

Friday, November 2, 2012

ჩვენ ვემზადებით ტოლერანტობის დღისთვის

               

პირველი წარმატება

პირველ ნოემბერს ჩვენმა გუნდმა, სკოლის დირექტორს  მარიამ ბარქაიას მიწერა კოლექტიური განცხადება, რომელიც ითვალისწინებდა, ი.ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N24-ე ქართული გინმაზის ,სამოქალაქო კლუბ 'მეოთხე რასის" წევრებისათვის საჭირო კაბინეტის გამოყოფას.
2 ნოემდერს მივიღეთ საპასუხო წერილი."სსიპ ი. ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N24-ე ქართული გიმნაზიის დირექცია თქვენს მიერ შემოტანილი განცხადება(N 3-728 01,11,2012)სახუხათ გაცნობებთ, რომ ქართული გიმნაზიის დირექცია თანახმაა, კლუბის წარმატებით მუშაობისათვის გამოყოს ოთახი სკოლის მეორე სართულის მარცხენა ფლიგელში."
დიდ მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას. ორშაბათიდან ჩვენი კლუბი ახალ კაბინეტში დაიწყებს, ახალ იდეებზე მუშაობას.
"მე დავასუფთავე ჩემი ქუჩა. შენ?"არის პროექტი, რომლის მიზანია სუფთა და ჯანსაღი გარემოს შესახებ ცოდნის ამაღლება,რუსთავის საჯარო ადგილების ერთობლივი დასუფთავების აქციით.აქციაში ჩართული იყო 200-ზე მეტი მონაწილე.აქედან ერთერთი სკოლა იყო რუსთავის N 24-ე საჯარო სკოლა,სადაც დალაგდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია.სწორედ ამიტომ დღეს 2 ნოემბერს ჩვენს სკოლის, სამოქალაქო კლუბს "მეოთხე რასას" გადმოეცა აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატი.რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით, ყველა მონაწილეს და ამ პროექტის ორგანიზატორებს.

Thursday, November 1, 2012

კოლექტიური განცხადება

ჩვენი გუნდი ერთერთი პრობლემა გალხავთ ის რომ ,არ გვაქვს გამოყოფილი სკოლაში კაბინეტი,სადაც ჩვენ თავისუფლად შევძლებთ შესვლას, იდეების გაზიარებას და სხვადასხვა პრობმემებზე საუბარს.ამისათვის დაგვჭირდა დახმარება და გადავწყვიტეთ მიგვემართა სკოლის დირექტორისათვის.დღეს 01,11,2012 დავწერეთ კოლექტიური განცხადება და გავუგზავნეთ დირექტორს,უახლოეს მომავალში ველოდებით პაუხს და იმედი გვაქვს რომ, გაგებით მიუდგება ამ საკითხს და დადებით პასუხს მოგვწერს .დიდი მადლობა ყურადღებისთვის.