Tuesday, October 29, 2013

28 ოქტომბერს ჩვენი კლუბის რამოდენიმე წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია სიქას პროეკტში მიიღო მონაწილეობა. პროეკტის ფარგლებში ისინი იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც გაეცნენ როგორც თბილისის ისე ბიბლიოთეკის ისტორიას. მუზეუმის მასპინძელი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, ქალბატონი ნინო გედენიძე. ჩვენი კლუბი დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ნინოს და ასევე სიქას მსგავსი ღონისძიების დაგეგმვისთვის და განხორციელებისთვის.










Friday, October 25, 2013

დღევანდელმა შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. დავიწყეთ სამზადისი ნოემბრის საქველმოქმედო კონცერტისთვის. ორშაბათს ვგეგმავთ გარკვეული ნომრების ნახვას და შეფასებას, მონაწილეების შერჩევას დაესწრებიან კლუბის წევრები და ასევე სკოლის მუსიკის მასწავლებალი ნონა დაშნიანი.




ჩვენი კლუბი გამოეხმაურა აქტივობას "წიგნების შეგროვება ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის".
კლუბმა აქტიური მონაწილეობა მიიღო. გიმნაზიის სამოქალაქო კლუბის სახელით გავაგზავნეთ დაახლოებით 15 წიგნი.
ვიმედოვნებთ რომ ეს წიგნები გამოადგებათ ათენში მცხოვრებ ქართველებს; წერისა და კითხვის შესწავლაში და არ დაავიწყებს მშობლიურ ენას და დამწერლობას.


Thursday, October 24, 2013

დღევანდელი შეხვედრის ფოტოები.
ხვალ კვლავ ვიკრიბებით და ვაზუსტებთ დეტალებს მომავალი საქველმოქმედო კონცერტის თაობაზე. (ნომრების თანმიმდევრობა, გამომსვლელები და ა.შ)
დღეს განვიხილეთ წიგნების საკითხიც, რომელიც ჩვენი კლუბის სახელით უნდა გაიგზავნოს ათენში, ქართველი ბავშვებისთბის.




ვულოცავ ჩვენს კლუბს მორიგ წარმატებას!!
გუშინ მივიღეთ დადებითი პასუხი განცხადებაზე :)

Tuesday, October 22, 2013

 პირველი ეტაპი იყო შეხვედრა ბატონ დავით მაღლაკელიძესთან, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ზეპირი შეთანხმებით დასრულდა. შემდეგ კი უკვე მოხდა იურიდიულად გაფორმება და განცხადების სახით წარდგენა.
 ვიმედოვნებთ, რომ პასუხს უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

დღეს 22 ოქტომბერს, ჩვენი სკოლის მეათე გ კლასელებმა დაალეგეს სკოლის უკანა ეზო. სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიურად ეხმარებოდნენ ბავშვებს.








18 ოქტომბერს სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა გიორგი შავარდენიძემ ჩაატარა ტრენინგი კარლ პოპერის დებატებზე. ამ ტრენინგს 6 ბაშვი ესწრებოდა, გიორგიმ ბავშვებს გააცნო და გაუღრმავა ცოდნა "დებატების ხელოვნების" შესახენ. მომავალში იგეგმება მსგავსი ტრენინგის ჩატარება უფრო დიდი მაშტაბებით.
(სამწუხაროდ ფოტო მასალა არ მოგვეპოვება და დიდ ბოდიშს გიხდით ამ ფაქტის გამო)


Friday, October 18, 2013

mogesalmebiT megobrebo!! moxaruli var SegatyobinoT rom qarTuli gimnaziis samoqalaqo klubma oficialurad gaxsna moRvaweobis axali sezoni.
dRes CavatareT oficialuri pirveli Sexvedra, romelsac daeswro skolis direqtori qalbatoni mariam barqaia, samoqalaqo ganaTlebis pedagogi manana firosmanaSvili, klubis xelmZRvaneli giorgi SavardeniZe da klubis ociode monawile.
ganvixixileT momavali Sexvedrebis samuSao gegma.
dRem nayofierad Caiara.