Friday, December 20, 2013

დღეს US AID-ის ოფისში დავესწარით ბატონი გია მაისაშვილის ლექციას.
ბატონმა გიამ ისაუბრა ადამიანის ლიდერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე, ლიდერობის მნიშვნელობაზე, მის მიღწევასა და ამ უნარის სწორად გამოყენებაზე. პირადად მე ძალაინ მაინტერესებს ეს თემა და ვთვლი რომ დღევანდელი საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს მაქსიმალურად. ლექცია იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი. პირადად მე ძალიან მომეწონა საუბარი "ALPHA"-ს მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი საქართველოში არსებულ პრობლემებზე: არასაკმარის სამუშაო ადგილებზე, უკეთეს მომავალზე და ეკოლოგიის განვითარებაზე. დამსწრეთა უმეტესობა მიემხრო მოსაზრებას, რომ ეკოლოგიის საკითხის წინა პლანზე წამოწევა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ზუსტად მორგებული გასაღებია დასავლეთ ევროპის კარზე. 
ბატონი გია მაისაშვილი




ფოტოები დღევანდელი შეხვედრიდან.




*ძალიან დიდი მადლობა USAID-ს და მარიამ ხაჩიძეს ივენთის ასეთი ორგანიზებული ჩატარებისთვის.*


Tuesday, December 17, 2013

მოგესალმებით მეგობრებო. კარგა ხანია არაფერი დამიპოსტავს.  მიზეზი კი ის არის, რომ რამდენიმე სერიოზულ პროექტზე ვმუშაობდით. (ყველაფერს დამატებული მონიტორინგები და წერები).
თავს აღარ შეგაწყენთ და მოგიყვებით ბოლო დროინდელ სიახლეებს.

* გიმნაზიაში ახალი წლის მოახლოება იგრძნობა(კვადრატში). დილა იწყება გემოვნებიანი მუსიკით. სკოლის დერეფანში დამონტაღებულია სპიკერები. მოგეხსენებათ მუსიკას შეუძლია ადამიანის განწყობის შეცვლა მინორიდან მაჟორში, ასე რომ გიმნაზია სავსეა ე.წ "სააწალწლო სულისკვეთებით".
იხილეთ ვიდეოები აქ და აქ.

*სკოლა მოირთო საახალწლოდ.
* ვემზადებით გრანდიოზული "Red snow event"-ისთვის.
*********
მოკლედ სერიოზული სამზადისი გვაქვს <3 




Sunday, December 1, 2013

ჩვენი სკოლის ეკო კლუბის ბავშვების გაკეთებული ვიდეო. რომელშიც ძალიან დიდი აზრი დევს. (თუ ვიდეოს არ გიხსნით, დააჭირეთ აქ.
დღეს ჩვენმა კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სიქას აქციაში შიდსთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის 1 დეკემბერი, შიდსთან ბრძოლის (და არა შიდსით დაავადებულთა) წინააღმდეგ ბრძოლის დღე. სიქამ მოაწყო მსვლელობა, რომელიც დაიწყო შარტავას ძეგლიდან და თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდა. ქუჩაში მონაწილლები მოსახლეობას ფლაერებს ურიგებდნენ. 6 საათზე კი გაუშვეს მანათობლები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ

Tuesday, November 19, 2013

იხილეთ განცხადება გაფრინდაშვილების ოჯახის დახმარებასთან დაკავშირებით. 

Tuesday, November 12, 2013

წარმატებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?". თამაშში თავი იჩინეს სკოლის მერვე კლასელებმა, რომელბმაც დაგვანახეს რომ ასაკის მიუხედავად გიმნაზიაში არის ძალიან ბევრი მართლაც რომ ინტელექტუალი ბავშვი. გამარჯვება მოიპოვა მეთერთმეტე კლასელთა სამეულმა- " ჭორფლა და 3 g". ფინალის დასრულების შემდეგ ჩატარდა დაჯილოების და სიგელების გადაცემის ცერემონია. 
(გამარჯვებულთა სამეული) 




(დაჯილდოების ცერემონია)

~
(ჩვენი სკოლი მასწავლებლები <3 ) 

(პრიზები) 

(გამარჯვებულები პასუხიზე მსჯელობის პროცესში)

(წამყვანი)

დაიწყო სამზადისი მომავალი სქქველომოქმედო კონცერტისთვის, რომლის დეტალებსაც უახლოეს მომავალში მოგაწვდით. 

ეს არის დასტური ჩვენს განცხადებაზე :)

Friday, November 8, 2013

როგორც იცით, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენი სამოქალაქო კლუბი გმაოეხმაურა ქ.რუსთავის მე-19 მკრ. N4 ბინის მოსახლეობის პრობლემას სანიაღვრე ჭებთან დაკავშირებით. პირველი ეტაპი იყო შეხვედრა ბატონ დავით მაღლაკელიძესთან, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ზეპირი შეთანხმებით დასრულდა. შემდეგ კი უკვე მოხდა იურიდიული გაფორმება განაცხადის სახით წარდგენა.  განცხადების გაგზავნიდან რამდენიმე დღეში მივიღეთ დადებითი პასუხი მოთხოვნაზე და შესაბამისად ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები მე-29 მკრ.-ში. ფოტოებში შეგიძლიათ იცილოთ შესამჩნევი პროგრესი :) 
 








Tuesday, November 5, 2013

გასულ უქმეებზე გიმნაზიაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?". მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენი სკოლის VIII,  IX,  X, XI კლასის მოსწავლეები. ჩატარდა ორი ტური(სულ იქნება ოთხი ტური). სამოქალაქო კლუბის მონაწილეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას როგორც საორგანიზაციო, ისე უშუალოდ თამშში.






Tuesday, October 29, 2013

28 ოქტომბერს ჩვენი კლუბის რამოდენიმე წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია სიქას პროეკტში მიიღო მონაწილეობა. პროეკტის ფარგლებში ისინი იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც გაეცნენ როგორც თბილისის ისე ბიბლიოთეკის ისტორიას. მუზეუმის მასპინძელი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, ქალბატონი ნინო გედენიძე. ჩვენი კლუბი დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ნინოს და ასევე სიქას მსგავსი ღონისძიების დაგეგმვისთვის და განხორციელებისთვის.










Friday, October 25, 2013

დღევანდელმა შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. დავიწყეთ სამზადისი ნოემბრის საქველმოქმედო კონცერტისთვის. ორშაბათს ვგეგმავთ გარკვეული ნომრების ნახვას და შეფასებას, მონაწილეების შერჩევას დაესწრებიან კლუბის წევრები და ასევე სკოლის მუსიკის მასწავლებალი ნონა დაშნიანი.




ჩვენი კლუბი გამოეხმაურა აქტივობას "წიგნების შეგროვება ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის".
კლუბმა აქტიური მონაწილეობა მიიღო. გიმნაზიის სამოქალაქო კლუბის სახელით გავაგზავნეთ დაახლოებით 15 წიგნი.
ვიმედოვნებთ რომ ეს წიგნები გამოადგებათ ათენში მცხოვრებ ქართველებს; წერისა და კითხვის შესწავლაში და არ დაავიწყებს მშობლიურ ენას და დამწერლობას.