Friday, November 8, 2013

როგორც იცით, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენი სამოქალაქო კლუბი გმაოეხმაურა ქ.რუსთავის მე-19 მკრ. N4 ბინის მოსახლეობის პრობლემას სანიაღვრე ჭებთან დაკავშირებით. პირველი ეტაპი იყო შეხვედრა ბატონ დავით მაღლაკელიძესთან, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ზეპირი შეთანხმებით დასრულდა. შემდეგ კი უკვე მოხდა იურიდიული გაფორმება განაცხადის სახით წარდგენა.  განცხადების გაგზავნიდან რამდენიმე დღეში მივიღეთ დადებითი პასუხი მოთხოვნაზე და შესაბამისად ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები მე-29 მკრ.-ში. ფოტოებში შეგიძლიათ იცილოთ შესამჩნევი პროგრესი :) 
 








No comments:

Post a Comment