Monday, November 19, 2012

ტოლერანტობის დღე

 16 ნოებმერს გაიმართა ტოლენანტობის საერთაშორისო დღე.წელს ჩენი სკოლა აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიებაში .ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა  გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა სხვადასხვა აქტივობები რაც იყო დაკავშირებული ტოლერანტობასთან. პირველი რაც გავაკეთეთ ეს იყო პატარა გამოკითხვა ჩვენს სკოლაში,  ,ანუ ერთ კედელზე  გავაკარით  "რას ნიშნავს ტოლერანტობა?"და ვისაც სურვილი ქონდა ყველას შეეძლო თავის  აზრის გამოხატვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.საკმაოდ აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას როგორც მასწავლებლები , მოსწავლეები და ასევე ჩვენი სკოლის მანდატურებიც. დღის შესაჯამებლად გადავწყვიტეთ, რომ სააქტოო დარბაზში აგვეყვანა ბავშვები და სრულყოფილად გაგვეცნო ინფორმაცია თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა.ამასთანავე ვაყურებიეთ მოკლემეტრაჟიან ფილმს რომელიც ასახავდა ადამიანების დამოკიდებულებას ერთმანეთში.ყველაზე საინტერესო ის ადგილი აღმოჩნდა, როდესაც ჩვენ წავიკითხეთ ბავშვების მოსაზრებები თუ რას ნიშნავდა მათი აზრით ტოლერანტობა, საკმაოდ სახალისო და საინტერესო გამოვიდა ჩვენი თემა.როგორც კლუბის წევრები ასევე ბავშვები და არმარტო ბავშვები დავრჩით კმაყოფილები.





No comments:

Post a Comment