Monday, November 26, 2012

განცხადება

                                                                                          თვითმართველი ქალაქი რუსთავის
                                                                                          მერს ბატონ ლაშა მინდელს
                                                                                          ქ,რუსთავის ი.ჯავახიშვილი სახელობის
                                                                                          N 24-ე სკოლის სამოქალაქო
                                                                                          კლუბ "მეოთხე რასის"

                                 გ   ა   ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა  

   ბატონო ლაშა, მოგმართავთ პრობლემით, რომელიც აწუხებს ქ.რუსთავის, სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს. პრობლემა კი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გამავალ საავტომობილო გზას არ გააჩნია საცალფეხო ბილიკი, რის გამოც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებს გადაადგილებისას ექმნებათ პრობლემა.უფრო მეტიც, რამოდენიმეჯერ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევაც. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს დაიღუპა N 17-ე სკოლის მოსწავლე. საავტომობილო გზა არის მოუწესრიგებელი, არ არსებობს გამაფრთხილებელი ნიშნები, რის გამოც ავტომანქანის მძღოლები დადიან დიდი სისწრაფით და საფრთხეს უქმნიან, როგორც თავიანთ, ისე სხვის სიცოცხლეს.
 
   მიუხედავად არაერთგზის მომართვისა სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლების მხრიდან, საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩებოდა.
 
   სწორედ ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, დაავალოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ შესაბამის სამსახურებს დაგვეხმერონ აღნიშნულ პრობლემების გადაწყვეტაში, რომ მოხდეს სანაპიროს ქუჩის თუნდაც ერთი მხრივ საცალფეხო ბილიკის დაგება და გზის მოწესრიგება საგზაო ნიშნებით.


ამ პრობლემებით მივმართეთ თვითმართველი ქალაქის მერს, ჩვენ იმედი გვაქვს რომ დადებით პასუხს მივიღებთ.

No comments:

Post a Comment