Tuesday, March 4, 2014

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა კლუბმა გააკეთა განაცხადი რომელის აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ 12მკრ. N23 საკარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილ N35 ბაღის შენობაში შესახლებულ დევნილებს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახები უზრუნველყვეს კომერციული ფართით, მათ ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. ეს კი განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის მცირე წლოვან ბავშვების მშობლებს და მოხუცებს. 
ბატონ დავით მაღლაკელიძესთან შეხვედრების დროს ვისაუბრეთ ლტოლვილთა გაზიფიცირების შესახებ. ჩვენი შეხვედრა კონსესუსით დასრულდა დასრულდა და უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული ტერიტორიის გაზიფიცირება. 

No comments:

Post a Comment